რუსული მხარე შეთანხმების დარღვევაში უკრაინას ადანაშაულებს

რუსულ-უკრაინული მხარეები მორიგი, მესამე მოლაპარაკებისთვის ემზადებიან. ცოტა ხნის უკან, კრემლმა ის პუნქტები დაასახელა, რასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს. მოთხოვნები პესკოვმა „როიტერთან“ გააჟღერა.

რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც მალე დაიწყება, რუსული მხარე შეთანხმების დარღვევაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

„ჩვენი მხრიდან დღის წესრიგში არსებული საკითხები არ შეცვლილა. ეს არის: პოლიტიკური დარეგულირების საკითხი; საერთაშორისო ჰუმანიტარული თემატიკა და კონფლიქტის სამხედრო დარეგულირება. წინა შეხვედრის დროს ჩვენ მივაღწიეთ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც ეხება ჰუმანიტარულ კორიდორებს მშვიდობიანი მოქალაქეების გამოსაყვანად სამხედრო შეტაკებების ზონიდან. რუსეთის მხარემ მეორე დღიდანვე დაიწო ამ ვალდებულებების შესრულება, თუმცა უკრაინულმა მხარემ უარი თქვა ცეცხლის შეწყვეტაზე. პრაქტიკულად. არაერთი შეთანხმება, რომელიც დავდეთ უკრაინის მხრიდან არ შესრულდა“ – აცხადებს მოლაპარაკებებში რუსული მხარის წარმომადგენელი მედინსკი.

რაც შეეხება რეალურ ვითარებას, რუსულმა ჯარმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი სწორედ მაშინ გაუხსნა. როცა ისინი ჰუმანიტარული კორიდორით სარგებლობდნენ.

რა შემთხვევაში შეწყდება ომი – რას ითხოვს კრემლი?!

 

მსგავსი თემები