„ვგლოვობთ გარდაცვლილებს“ – პრემიერი და პრეზიდენტი პუტინს ესტონეთ-რუსეთის საზღვრიდან მიმართავენ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. როგორც უმაღლესი დონის ქალი პოლიტიკოსები აცხადებენ,  ის, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, ეს არის ტერორი და სისასტიკე.

„შოკირებული და შეძრწუნებული ვარ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რას წარმოადგენს.  ეს არის ტერორი და სისასტიკე. პასუხისმგებელმა პასუხი უნდა აგოს. ვგლოვობთ გარდაცვლილებს და სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.  უკრაინელებმა იციან, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება თავდაცვის სისტემები.

„ჩვენ ვდგავართ ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარზე. ჩემს უკან რუსეთია. ჩვენ ვუგზავნით მკაფიო გზავნილს ყველა უკრაინელს,  ყველანაირად მხარს გიჭერთ. ჩვენ მსხვერპლებთან ერთად ვართ, ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები