“ამ უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ” – ალეკო ელისაშვილი

“ამ უსინდისობებზე, ბრალდებებზე და ჭუჭყზე, რომ არიქა, მე ფული ავიღე და სადღაც შევრბივარ და შემოვრბივარ, სერიოზულ კომენტარს არ გავაკეთებ,” – ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ის პარლამენტში შესვლას დათანხმდა.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ის კომენტარს ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

„ახლა შევდივაერ ელჩებთან, გამოვალ და გეტყვით ყველაფერს. ვიღაცები რომ დილიდან დადგნენ და რაც თავში ჭუჭყიანი ფანტაზია მოუვიდათ, მე რომ შემაწმინდეს ხელი… ელჩებს ვეტყვი ჩემს სათქმელს, გამოვალ და თქვენც გეტყვით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები