“11 დეკემბერს მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და მის იმავე დღეს გარდაცვალებას” – შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკების მაგისთან “ქართული ოცნების” ლიდერის” ბიძინა ივანიშვილის მისვლას ითხოვს. 

“ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, როგორც ჩვენ, სხვა ლიდერები მოვიდეს და დაგველაპარაკოს. ეს ლიდერობა მხოლოდ ის ხომ არ არის, ბავშებს თვალები დათხაროს, საყდრისი ააფეთქოს, არჩევნები გააყალბოს, პოლიტპატიმრებით ქვეყანა გაავსოს. დაგვიჯდეს, ვეტყვით ჩვენ სათქმელს და იმედია, ისიც მოახერხებს რაღაცას,”-აცხადებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი. 

ნათელაშვილი ამბობს, რომ ფასილიტატორი ელჩების მიერ გამართულ შეხვედრებზე საიდუმლო არაფერია, ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს, ხელისუფლება კი ოპოზიციის პარლამენტში შესვლას ითხოვს.

“ამ მოლაპრაკებებში საიდუმლო არაფერია. ხელისუფლება, ივანიშვილი გვთავაზობს, რომ დავთანხმდეთ საარჩევნო რეფორმას და კოსმეტიკურ ცვლილებებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ, სამაგიეროდ, მოითხოვს 2024 წლამდე მისი კრიმინალური ბანდა, ხელისუფლებად წოდებული დარჩეს ხელისუფლების მმართველად,”- აცხადებს ნათელაშვილი. 

მისივე თქმით, მოლაპარაკებები შესაძლოა შეჩერდეს, მაგრამ არ შეწყდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება.

“11 დეკემრბერს მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და მის იმავე დღეს გარდაცვალებას,”-განაცხადა “ლეიბორისტული პატიის” ლიდრემა.

მსგავსი თემები