„დილით გავიღვიძე, ეს პოსტი დამხვდა. სისულელე დავწერე, რაზეც „ჯაფარას“ ბოდიშს ვუხდი“ – იაგო ხვიჩია

  •  

„გირჩში“ დაწყებულმა დაპირისპირებამ და გაყრამ, შესაძლოა, პოლიტიკური ვითარება შეცვალოს და პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლის საკითხს წერტილი დაუსვას. კერძოდ, პარლამენტში „გირჩის“ ლიდერია, ზურაბ ჯაფარიძის შესვლის კუთხით. 

პოლიტიკურ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებაზე თავად პარტიის წევრებიც არ არიან საქმის კურსში და ვერ გაუგიათ, ვინ და რატომ უნდა დატოვოს პარტია.

„მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება“ – აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია. მისივე თქმით, ის ზურაბ ჯაფარიძეზე გაბრაზებული იყო, თუმცა, ბოდიშს იხდის.

„დილით გავიღვიძე, ეს პოსტი დამხვდა. სისულელე დავწერე, რაზეც „ჯაფარას“ ბოდიშს ვუხდი. მეტი არაფერი ვიცი. მეც მაინტერესებს, სინამდვილეში რა ხდება. ვახტანგ მეგრელიშვილი და ზურა ჯაფარიძე ერთმანეთთან იდეალურად არ იყვნენ. ეს გუშინ არ წარმოშობილა. მე და „ჯაფარა“ ჩემი გაგებით, გუშინ წინ მეგობრები ვიყავით, გუშინ არ მინახავს“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

რაც შეეხება თემას, ვინ დატოვეს და ვის დარჩება პოლიტიკური სუბიექტი „გირჩი,“ ეს ერთ-ერთი გასარკვევი საკითხია.

„სად უნდა წავიდე, მე აქ დავიბადე, მე აქ ვცხოვრობ… არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა დავტოვო. გუშინაც იგივე ვიყავი, გუშინწინაც, დღესაც. ჩემ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, არ ვიცი რაღაც რატომ მოხდა. მე რა უნდა დავტოვო, ან „ჯაფარამ“ როგორ უნდა დატოვოს, ეს ვერ წარმომიდგენია“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

მსგავსი თემები