„ჯანდაცვის მინისტრზე შეტევა მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა“ –  მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და კონკრეტულად მინისტრზე მიზანმიმართული შეტევა ხდება. როგორც მდინარაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ეს იგივეა, რომ კორონავირუსის გვერდით დადგე.

„მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ყველამ ვიცით, რომ ჩვენზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კოვიდ19-ის შედეგებთან გამკლავება. ამ საკითხში, არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებსა თუ ხარვეზებზე ჩასაფრების და ასეთი ხარვეზები, რა თქმა უნდა, იარსებებს შექმნილ ვითარებაში, არამედ, გაერთიანების და ერთად დგომის დროა. ამ ფონზე, ექიმებზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემაზე და ამ სისტემის ხელმძღვანელზე, ჯანდაცვის მინისტრზე, მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, მით უმეტეს, რომ ეს რიგ შემთხვევებში გამოგონილი ისტორიების დაბრალების გზით ხდება, ჯანდაცვის მინისტრის და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა, არა უბრალოდ არასწორია, არამედ გამოდის, რომ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა“ – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები