საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 22 წლის, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ერთ-ერთი აფთიაქიდან ფარმაცევტს დანის მუქარით ყაჩაღურად გასტაცა 340 ლარი და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და აფთიაქიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.
მსგავსი თემები
-
ყირგიზეთი საკუთარ მოქალქეებს რუსეთში მოგზაურობისკენ თავის შეკავებას ურჩევს
ყირგიზეთის სახელმწიფო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ რუსეთში შუა აზიის ქვეყნების მოქალაქეების მიმართ შემოწმების ზომებია გაძლიერებული და საკუთარ... -
„ივანიშვილის განცხადება პროვოკაციული იყო“- ზურაბიშვილი
„ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები ძალიან პროვოკაციული იყო თქვენ მიმართ, მაგრამ, ასევე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ყველაფერი ეს... -
„კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია „-პრეზიდენტი
„პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება საქართველოს...