ფესტივალზე ნარკოტიკის გავრცელებისთვის დაკავებულ ირანის სამ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

  •  

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის სამ მოქალაქეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს (3.4 – მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ECHO WAVES – თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 და 280 ლარად გაასაღეს ფესტივალის ერთ-ერთ მოქალაქეზე. ნარკოტიკული საშუალება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლმა იმავე დღეს ამოიღეს.

​​როგორცმედიაცენტრ მთავარს” პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ჩ.რ.-მ და ზ.მ.-მ. წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0.2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება მესამე ბრალდებულ კ.ა.-ს, მან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.0158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 აბი.

27 აგვისტოს  ჩ.რ-ს. და ზ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), ხოლო კ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება);

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

მსგავსი თემები