საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 227 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 227 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 46 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 209 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 184 668 გამოჯანმრთელდა, 2 140 კი გარდაიცვალა.

ამასთან, 20 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 599 პაციენტი.

მსგავსი თემები