ოკუპანტები დაკავებულ 29 წლის ქალს ნარკოდანაშაულს ედავებიან  

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე 29 წლის ქალია. მას დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება.

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა,  აფხაზური პასპორტი და  ქართული პასპორტი.

საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა.

აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმმა  საქართველოს მოქალაქე დააკავა

მსგავსი თემები