“პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სისხლის სამართლის 12 საქმეზე დაიწყო გამოძიება” – კახა საბანაძე

“პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ასევე ადმინისტრაციულ საქმის წარმოება დაიწყო 16 კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეზე”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში ტვ პირველის ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება დაემატა 154-ე მუხლის პირველი ნაწილი დაემატა.

„გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებზე, ინციდენტებსა და შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე.

პოლიციამ არჩევნების დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება. ასევე ადმინისტრაციულ საქმის წარმოება დაიწყო 16 კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეზე.

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში ტვ პირველის ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება დაემატა 154-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

მსგავსი თემები