ოპოზიციონერის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საერთო განცხადებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებას დეპოლარიზაციისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად ასახელებენ.
სამადაშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც, ევროკომისიის დადგენილ 12 პუნქტის მიხედვით, ოლიგარქების და ოლიგარქიის ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს, მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის დაბრუნდეს პოლიტიკაში გაუგებარია რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება.
„ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირის 12 პუნქტში შავით თეთრზე წერია პირდაპირ, რომ ოლიგარქების და ოლიგარქიის ზეგავლენა პოლიტიკურ პროცესებზე უნდა შემცირდეს. ამ მოთხოვნის ფონზე, მოწოდება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, რომელ პოლიტიკურ დღის წესრიგში ჯდება. ეს ნამდვილად არის არა მხოლოდ არარელევანტური, არამედ დამაზიანებელი და სწორედ ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა არ შევუერთდით ამ ინიციატივას“, – აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.