„სამედიცინო პერსონალში ინფიცირების შემთხვევები მზარდია“ – ამირან გამყრელიძე

  •  

„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისივე ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, 90 სამედიცინო პერსონალია დაინფიცირებული.

„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი. ასეთი, დღეს დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომ, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველგან ასეა“ – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს, მთლიანობაში ინფიცირებულია 1678 მედპერსონალი.

„როდესაც გაზაფხულზე შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, გვყავდა 140-მდე სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც საერთო ინფიცირებულთა 12-13%-ს შორის მერყეობდა. დღეისთვის, ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული, რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები