„ეპიდსიტუაცია დაძაბულია, დიახ, გვექნება ზრდა“ – ამირან გამყრელიძე

​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელია, ამირან გამყრელიძის განცხადებით,  სისტემა მართავს ეპიდ-სიტუაციას და საჭიროა სახელწიფოს, სამედიცინო საზოგადოებისა და მოსახლეობის თანამშრომლობა.

„შემთხვევათა ზრდა გვექნება. ვაკეთებთ პროგნოზს თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია მომავალ თვეებში. ვეუბნებით მოსახლეობას რომ დიახ, ჩვენ გვექნება ზრდა მომავალ თვეებში. ვეუბნებით მოსახლეობას, რომ დიახ, გვექნება შემთხვევათა ზრდა, მაგრამ ეს ზრდა მართვადია, კონტროლს ექვემდებარება.  ჯანდაცვის სისტემა პასუხს იძლევა მომატებულ მაჩვენებლებზე და სისტემა მართავს სიტუაციას. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას სახელმწიფოს, სამედიცინო საზოგადოებასა და მოსახლეობას შორის. ეს დიდი გამოწვევა არ არის მარტივი და ეს დიდი გამოწვევა არ დამთავრდება ნოემბერში, დეკემბერში ან მარტ-აპრილში. უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე.  

მსგავსი თემები