“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – ვლადიმერ ბორცვაძე

“ტყუილია, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა” – მის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება.

“ეს არის მიზანმიმართულად, უტიფრად სიცრუის ტირაჟირება და გავრცელება, თითქოს ჩვენ ბოროტმოქმედი დავაკავეთ და გაგვექცა. გპირდებით, მას შემდეგ, რაც ბოროტმოქმედის დაკავება მოხდება, დაუყოვნებლივ, პირველი გაიგებთ ჩვენგან“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მსგავსი თემები