„ტერორისტულ აქტი“, „მძევლად ხელში ჩაგდება“, „ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარება“ – ესებუას წინააღმდეგ საქმე სამი მუხლით აღიძრა

ბადრი ესებუას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღინიშნა, რომ პირის იდენთიფიცირება დანაშაულის ჩადენის დღესვე მოხდა. საქმე ტერორიზმის ბრალდებით აღიძრა:

„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს,“ – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადიგლემ ვლადიმერ ბორცვაძემ.

მსგავსი თემები