გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს 

  •  

კახეთის რეგიონში, კერძოდ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლითაც სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი სარგებლობს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” გურჯაანის მერიაში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულებაც 406 967 ლარს შეადგენს, დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო“ ასრულებს.

მსგავსი თემები