ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს, ევროპული ტიპის ასფალტი დავაგოთ – თბილისის მერი

თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მცხოვრებლებს ვარაზისხევის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზაზე არსებული ქვაფენილის ასფალტის საფარით შეცვლას სთავაზობს და ამასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოკითხვას იწყებს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, ვარაზისხევს ისტორიული სტატუსი არ აქვს და ამ ადგილას შესაძლებელია როგორც საფეხმავლო ბილიკების გაფართოება, ისე მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება.

მისივე თქმით, ქვაფენილი ძალიან ხშირად ზიანდება და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მიწისქვეშა კომუნიკაციებისთვის.

“მინდა უბრალოდ ვიკითხო, თუ არის შესაძლებელი, რომ ქვაფენილის მაგივრად, თანამედროვე ევროპული ტიპის ასფალტი გაკეთდეს. ეს ადგილობრივ მოსახლეობასაც ვკითხოთ. მგონია, რომ ძალიან ხმაური და მტვერია, რაც პირველ რიგში, იქ მცხოვრებ ხალხს უქმნის პრობლემას. ჩავატაროთ გამოკითხვა, თუ როგორი დამოკიდებულება ექნება ხალხს და ამის მიხედვით ვიმოქმედოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისი თქმით,

მსგავსი თემები