შამბას განცხადებით, თუ მძარცველი აფხაზეთშია, მას თბილისს გადასცემენ

აფხაზური მხარე გამორიცხავს, რომ მძარცველი, რომელიც „საქართველოს ბანკში“ შეიჭრა და მძევლები აიყვანა აფხაზეთში გადავიდეს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა, ეს არარეალურია.

„თუ დამნაშავემ,  „საზღვარი“ გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს… რეგიონში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს“ – განაცხადა სამბა, გამოცემა „სოვა“-სთან.

შეგახსენებთ, რომ მძარცველი, რომელიც ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, მიმალულია. მისი ძებნის ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  

მსგავსი თემები