“რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს” – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი

“ოჯახს აქვს მოლოდინი, რომ ორივე შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი გამოვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.

გარდაცვლილის ბიძა ასევე საქმეში ბრალდებულების მიერ ნაფიც მსაჯულების არჩევასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნულს დაცვის მხარის მიერ საქმის გაჭიანურების მცდელობად აღიქვამს.

“რა თქმა უნდა, გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი გვაქვს” – გიორგი შაქარაშვილის ოჯახი, რაც შეეხება პირველად კონფლიქტს, რომელშიც გიორგი საერთოდ არ მონაწილეობდა, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, პოზიცია მას შემდეგ გვექნება, რაც პროკურატურა ჩვენს წინაშე დააყენებს ამ პირებისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხს. რა თქმა უნდა, ეს მათი ტაქტიკის ნაწილია, რომ სწორედ იმ ეპიზოდში, სადაც აქვთ აღკვეთის ღონისძიება, იქ აირჩიონ ნაფიცი მსაჯულები და არა ყველაზე უფრო მძიმე ნაწილში, რომელიც არის გიორგის განზრახ მკვლელობა,”- განაცხადა გიორგი შაქარაშვილი ბიძამ და ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ, „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები