არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებებისას მათი კიდევ 19 სამხედრო პირი დაიღუპა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ამავე უწყების ცნობით, კონფლიქტის დროს დაღუპულ სამხედროთა რაოდენობამ უკვე 729-ს მიაღწია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჯებრაილის რაიონში მდებარე კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლეს ოკუპაციისგან.