აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ქვეყნის არმიამ „ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა“. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამის შესახებ ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და სამხედრო აღჭურვილობის დიდი დანაკარგები აქვს.
ბაქოში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის 527-ე მოტომსროლელი ლეგიონის ბატალიონმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.