ლანჩხუთის გურიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ლანჩხუთის გურიის საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, გუნდის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადავიდა. 

არსებული ინფორმაციით, გუნდის ხელმძღვანელს ინფექცია ოჯახის წევრისგან გადაედო. 

ლანჩხუთის მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტში სულ 106 ინფიცირებულია, მათგან 32 კი უკვე გამოჯანმრთელდა. 

კარანტინშია ორი სარაგბო კლუბიც. მორაგბეთა ჩემპიონატის “დიდი 10-ის” ორი სპორტსმენი უკვე COVID პაციენტია. ისინი სხვადასხვა გუნდში თამაშობენ.

“A ლიგაში არის დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ სატელეფონო საუბრიდან ვიცით. ჩვენ ვითხოვთ ყველამ გამოგვიგზავნოს წერილობითი დოკუმენტი, სადაც წერია აქვთ თუ არა მათ დადასტურებული ვირუსი. ასევე “გორის ჯიქში” არის 5 სიმპტომებიანი ადამიანი, თუმცა ჯერ მათი ტესტის პასუხები ცნობილი არ არის,”- აღნიშნავს საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელი ბესიკ ჩადუნელი.

მსგავსი თემები