8 ნოემბრიდან ამერიკაში შესვლა შესაძლებელი იქნება – როგორია ახალი რეგულაცია?!

  •  

ამერიკის შეერთებულ შტატებში შემსვლელებისთვის  წესები იცვლება. არსებული კოვიდრეგულაციით, აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ ბინადრობის არ მქონე პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში (თუნდაც ტრანზიტით) იმყოფებოდნენ შენგენის ქვეყნებში (26 ევროპული ქვეყანა), დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკაში. 

რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, ჩამოთვლილ ქვეყნებში მყოფი პირები უნდა იყვნენ 2-ჯერ აცრილები და წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. 

შტატებში შესვლა შეეძლებათ იმ ადამიანებს, რომლებიც აცრილები იქნებიან ვაქცინით, რომელიც დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ, ან რომელიც არის ჯანმოს სიაში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენების შესახებ.

მოგზაურები, რომლებიც აიცრებიან “ასტრაზენეკათი”, “სინოფარმითა” და “სინოვაკით” ქვეყანაში დაუბრკოლებლად შევლენ. მათ კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

მსგავსი თემები