სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი გარდაცვლილი ნახეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელი რამდენიმე დღე არ უნახავთ, რის გამოც ერთ – ერთი მეზობელი სახლში შევიდა, პენსიონერი კი გარდაცვლილი დახვდათ.

ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115 – ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი თემები