კლინიკა საკეისროს დროს დაღუპულ ორსულ ქალზე ბრალდებას უარყოფს, თუმცა სიკვდილის მიზეზს ვერ ასახელებს

19 წლის ქალის საკეისრო კვეთის დროს გარდაცვალების საქმეზე, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში პირველი კომენტარი გაკეთდა.

კლინიკაში ოჯახის ბრალდებებს  მედიკამენტების უვარგისობასთან და ასევე ნარკოზის ზედოზირებასთან დაკავშირებით, უარყოფენ.

როგორც ექიმმა განაცხადა, საკეისრო კვეთის დროს ქალს გული გაუჩერდა, მაგრამ სამედიცინო პერსონალმა ვითარების დარეგულირება შეძლო.

მედიკოსები ამბობენ, რომ პაციენტი მოათავსეს რეანიმაციულ განყოფილებაში, თუმცა 2 კვირის შემდეგ სესილი ბუბუტეიშვილი დაიღუპა. საავადმყოფოში  სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინში არიან.

მსგავსი თემები