აჭარაში კორონავირუსით 44 წლის პოლიციელი გარდაიცვალა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათი თანამშრომელი  კორონავირუსით გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, 1969 წელს დაბადებული აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

„პოლიციის თანამშრომელს „კოვიდ-19“ პირველ ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი. გარდაცვლილი „კოვიდ-19“-ის რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს“, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი თემები