„მწვანე სკოლის“ მოსწავლეს “კორონავირუსი” აღმოაჩნდა

თბილისში, დიღმის მასივში, „მწვანე სკოლაში“ ერთ-ერთ მოსწავლეს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა. ინფიცირებული მეთორმეტე კლასელი მოსწავლეა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“  „მწვანე სკოლის“ ადმინისტრაციამ განუცხადა, სკოლაში ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს, რადგანაც, მაღალი კლასელები დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ სწავლებას და ინფიცირებულ მოსწავლეს სკოლასთან შეხება არ ჰქონია.

დღეს, „კორონავირუსი“  21-ე სკოლის პირველკლასელ მოსწავლესაც დაუდასტურდა.

მსგავსი თემები