თბილისში, პირველკლასელ მოსწავლეს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა

თბილისში, 21-ე საჯარო სკოლის პირველი კლასელს „კოვიდ ვირუსი“ დაუდასტურდა. როგორც სკოლის დირექტორმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ბავშვი უსიმპტომოა.

როგორც დირექტორმა გვითხრა, მისი მოსწავლე შაბათს წვეულებაზე იმყოფებოდა, როცა მშობლებმა შეიტყვეს, რომ წვეულებაზე იყო ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, საკუთარ შვილსაც ჩაუტარეს ტესტი, რომელიც დადებითი აღმოჩნდა.

„ბავშვი დღემდე უსიმპტომოა. როგორც კი ეს ამბავი გავიგე, მაშინვე  ეპიდემიოლოგს დავურეკე. დღეს დილით კი დაავადებათა კონტროლის ცენტრს დავუკავშირდი და გადავეცი ინფორმაცია. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენე განათლების სამინისტრო“ – გვითხრა დირექტორმა.

სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას დღეს გეგმავს.

მსგავსი თემები