ყირგიზეთის ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

ყირგიზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.

4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში 16 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა. შედეგების თანახმად, მხოლოდ ოთხი პარტია ლიდერობდა.

ყირგიზეთში გუშინ დილიდან საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები კვირას ჩატარებული არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის ოფიციალური შედეგების თანახმადაც, 7%-იანი ბარიერის გადალახვა 16 პარტიიდან მხოლოდ ოთხმა, პრეზიდენტ სოორონბაი ჯიინბეკოვთან დაახლოებულმა პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები შედეგების გაუქმებასა და არჩევნების ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ.

ამასთან,  საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელმა, ადახან მადუმაროვმა თქვა, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრები ძალაუფლებისთვის და პორტფელებისთვის არ იბრძვიან.

მსგავსი თემები