„8 ივნისს, როცა მიიღო ბავშვმა დაზიანება ფაქტობრივად იყო გარდაცვლილი“ – გარდაცვლილი, ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„ბრალი არის წარდგენილი 117 – ე მუხლის პირველი ნაწილით, ვენდობი სასამართლოს და ვიცი რომ თუკი ბრალდების მხარე წარადგენს უტყუარ მტკიცებულებებს, გვექნება გამამტყუნებელი განაჩენი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გორში ჩხუბის შემდეგ გარდაცვლილი, ახალგაზრდის, – ერეკლე თედლიაშვილის ადვოკატმა, თამარ  თედლიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი სასამართლოს ენდობა და თვლის, რომ გადაწყვეტილება ობიექტურად იქნება გამოტანილი:

„ბრალი არის წარდგენილი 117 – ე მუხლის პირველი ნაწილით, ვენდობი სასამართლოს და ვიცი, რომ თუკი ბრალდების  მხარე დაადასტურებს მის მიერ სასამართლოში წარდგენილი სავარაუდო მტკიცებულებებს და შემდეგ უკვე გვექნება უტყუარი მტკიცებულებები , დადგება გამამტყუნებელი განაჩენიც, თუკი ბრალდება ვერ მოახერხებს წარდგენას ამას ვერ გავაპროტესტებთ.

8 ივნისს ბავშვმა როცა მიიღო დაზიანება ფაქტობრივად იყო გარდაცვლილი,  3 თვე გაუძლო ორგანიზმმა,“ – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

ადვოკატის თქმით თარაშ კანდელაკის მიმართ ბრალის შემსუბუქება ვერ მოხდება, ახალი გარემოების გამოკვეთის შემთხვევაში კი, როგორც თედლიაშვილი აცხადებს საქმე სასამართლოს პრეროგატივას სცილდება:

„ბრალის შემსუბუქებისკენ ვერ წავა საქმე,  თარაშ კანდელაკს  აქვს წარდგენილი ჯანმრთელობის დაზიანებით , რაც ითვალისწინებს 3 დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთს, თუმცა თუკი დადასტურდა, რომ ერეკლეს გარდაცვალება გამოიწვია მიყენებულმა დაზიანებამ, შემდეგ როგორ უნდა მოხდეს ხელახალი ბრალის წარდგენა ამაზე გავდივართ კონსულტაციებს, თუმცა ეს სასამართლოში ვერ მოხდება.

კანდელაკის ოჯახმა გამოიჩინა თანადგომა იმ კუთხით, რომ როდესაც ერეკლე გადიოდა მკურნალობას,  დაფარეს ხარჯები, მათთვის ძალიან ძვირფასი იყო ერეკლეს სიცოცხლე,“ – განაცხადა თამარ თედლიაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალია გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები