საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკა ვებგვერდზე stopcov.ge განახლდა.

სულ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5552 შემთხვევაა დადასტურებული.​

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, ჯერჯერობით, არ შეცვლილა და 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5650 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  836. კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რიცხვი კი 800-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები