ეუთო სომხეთსა და აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე კონფლიქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ და მხარეებს მოუწოდებენ, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას და მწუხარებას გამოვთქვამთ მშვიდობიანი მოქალაქეების უააზრო დაღუპვის გამო. თანათავმჯდომარეები მოუწოდებენ მხარეებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და მოლაპარაკებები განაახლონ, რომ კონფლიქტის გადაჭრის მდგრადი გამოსავალი იპოვონ“, – ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

სომხეთმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. მანამდე, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება დაიძაბა.

მსგავსი თემები