აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა არცახის წინააღმდეგ სარაკეტო და საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

„მშვიდობიანი დასახლებებს, მათ შორის სტეპანაკერტს თავს დაესხნენ. სომხეთის მხარემ ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო ჩამოაგდო, განადგურებულია სამი ტანკი. ჩვენ ჩვენი არმიის გვერდით ვრჩებით, რათა დავიცვათ ჩვენი სამშობლო აზერებაიჯანელების შემოჭრისგან“,- წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა, მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი

მსგავსი თემები