ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 160 ადამიანს და ინფექცია 30-ს დაუდასტურდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ოკუპირებულ აფხაზეთში სულ კორონავირუსით ინფიცირების 756 შემთხვევაა დაფიქსირებული. 198 გამოჯანმრთელდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები