„მინდა, ტორნტონმა იცოდეს, რომ ჩვენი საზოგადოება პოლიტიკური წუმპე არ არის, როგორც ეს მას წარმოუდგენია“ – გიორგი ხაინდრავა

„ქალბატონი ტორნტონი, წლების მანძილზე შეურაცხმყოფელ მოქმედებებს ახდენს და მანიპულირებს ქართული საზოგადოების აზრით. ქართული საზოგადოება ბევრად გონიერია, ვიდრე ქალბატონი ტორნტონი, ის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და პროვოკაციას ეწევა“ – ეს განცხადება კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც NDI-ს კვლევები შეაფასა.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, ამ მშფოთვარე რეგიონში, აშშ-ის ერთადერთი მყარი დასაყრდენი საქართველოა, რომელსაც ქალბატონი ტორნტონი თავისი მიზანმიმართული საქმიანობით ანგრევს.

„ამ ხნის განმავლობაში, ქალბატონი ტორნტონი და მასი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულია სერიოზულ ინსტიტუტში, „ეროვნულ დემოკრატიულ ინსიტუტუტში“, შეურაცხმყოფელ საქმინობას ჩადის. ის ქართული საზოგადოებით მანიპულირებს. რასაც ის ჩადის, დეგრადირებულ, მარგინალიზებული ჯგუფის მხარდაჭერაა. ის რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, მაშინ როცა,  ამ ინტიტუტის გავლენა დიდი მსოფლიოში“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

გუშინ გამოქვეყნებულ NDI-ს კვლევებს, კინორეჟისორმა სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევა უწოდა და აღნიშნა, რომ ქალბატონ ტორნტონს ქართულ საზოგადება პოლიტიკური წუმპე ჰქონია.

„მინდა, ტორნტონმა იცოდეს, რომ ჩვენი საზოგადოებას პოლიტიკური წუმპე არ არის, როგორც ეს მას წარმოუდგენია. რასაც ის აკეთებს,  მარაზმია. მათი მოქმედება ზიანს აყენებს, საზოგადოებას, ასევე აშშ-ს, რომელიც ჩვენი მყარი პარტნიორია.  ამ მშფოთვარე რეგიონში, აშშ-ის ერთადერთ დასაყრდენი ჩვენ ვართ. სწორედ ამან განაპირობა ის მხარდაჭერა, რასაც ჩვენი ქვეყანა შტატებისგან გრძნობს. ამ ქალბატონის ქმედებები კი  ბოროტმოქმედებაა“ – განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც NDI-ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა, კვლევის შედეგები გუშინ გამოაქვეყნა.

მსგავსი თემები