„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტზე დეზინფორმაციის კამპანია მიმდინარეობს“ – ირაკლი სესიაშვილი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხომაზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ წარმოებულ დეფინფორმაციულ კამპანიაზე განმარტებები გააკეთა.

პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ზოგიერთ დეზინფორმაციულ კამპანიას. ერთ-ერთ ტელეკომპანიაზე ინფორმაცია გავიდა, რომ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა თითქოს დაჩქარებული წესით განიხილა, მაშინ როდესაც 2019 წლის ოქტომბერში დავარეგისტრირე ეს კანონპროექტი. 11 თვის განმავლობაში როდესაც პარლამენტი მუშაობს ერთ კანონპროექტზე არამგონია ვინმემ თქვას, რომ ნაჩქარევად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მეორე, გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაახლოებით 100-მდე შენიშვნა იქნა გაზიარებული. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კრიტიკა იყო და ამ კრიტიკის გვერდის ავლით რაიმე ცვლილება განხორციელდა, ესეც მორიგი ტყუილია. მესამე ტყუილი – ჩვენმა ოპონენტებმა გააკეთეს კომენტარი, რომ თითქოს ეს იმიტომ კეთდება, რომ არჩევნებზე სუს-მა ცესკოს სერვერებზე ზედამხედველობა გაწიოს. ესეც მორიგი ტყუილია, რადგან ჩვენმა ოპონენტებმა, რიგ შემთხვევებში, პროექტის წაკითხვა არ იციან იმიტომ, რომ ეს კანონპროექტი  31 დეკემბერს ამოქმედდება. ასევე მინდა მეოთხე საკითხზეც გავამახვილო ყურადღება – საუბარი იყო თითქოს ამ პროექტით სხვადასხვა უწყებებს საშუალება ეძლევათ, რომ თვალთვალი მოახდინონ ინტერნეტ ინფორმაციის გაცვლაზე, აქაც კანონში მკაფიოდ წერია, რომ აკრძალულია ნებისმიერი წვდომა შინაარსზე ან სხვა პირად ინფორმაციაზე. ამ კანონპროექტით ჩვენ მაქსიმალურად დავიცავით სამოქალაქო უფლებები, ამასთანავე მნიშვნელოვან წილად აღვჭურეთ სახელმწიფო კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.​

მსგავსი თემები