ვირუსი მატანში 10 წლის გოგონას დაუდგინდა

სოფელ მატანში ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა – ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ covid 19 მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგის კონტაქტს დაუდასტურდა. ინფიცირებული 10 წლის გოგონაა.

როგორც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ამ ბოლო მეთორმეტე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება მატანის ორ საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი დისტანციური რეჟიმით დაიწყოს.

ირაკლი შიოშვილის განმარტებით, ჯერჯერობით, საეჭვო სიმპტომები არავის გამოვლენია. ბოლო ინფორმაციით, აღებულია 460 მოქალაქის ბიოლოგიური ნიმუში.

ამის პარალელურად, სოფლის შესასვლელსა და გასასვლელში ორი სამედიცინო კარავია მოწყობილი და სამართალდამცველები მგზავრებს თერმოსკრინინგს უტარებენ.

მსგავსი თემები