კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია, 2-ის დაინფიცირების წყარო უცნობია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ 10 ახალ პაციენტს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათი კორონავირუსისგან 6 პაციენტი განიკურნა.

„დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის 1351. ათი დადასტურებული შემთხვევიდან 1 პაციენტის წყარი არის ლენჯერი, 1 პაციენის წყარო ქობულეთი, ბარი „ჰავანა”. ერთი პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კოვიდ ცენტრებში სულ 256 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს. აქედან, 6 კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოს, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 34 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი თემები