დღეს დადასტურებული კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი აჭარაში გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში „პისიარ“ ტესტი 927 პირს ჩაუტარდა, მათგან კორონავირუსი ხუთ ადამიანს დაუდასტურდა.

ხუთი ინფიცირებულიდან სამი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა, ერთი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო მეხუთე პაციენტი სართაშორისო გადაზიდვების მძღოლია, რომელიც კლინიკაში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრი ექსვმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ამჟამად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში 25 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 60 პირი კარანტინში, ხოლო 27 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. დამატებით აღებულია 139 პირის ნიმუში, მათ შორის კაფე „ჰავანას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კაფეების თანამშრომლების, რომელთა პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის აჭარაში კარანტინში ჯამში 3 014 იმყოფება.

მსგავსი თემები