შუახევში “ლიბერთი ბანკის” ოპერატორი დააყაჩაღეს

ორმა ნიღბიანმა პირმა დანის გამოყენებით “ლიბერთი ბანკის” ოპერატორს, პენსიის სახით გასაცემი 7 ათასი ლარი გასტაცა. დაშავებული შუახევის კლინიკაშია გადაყვანილი. დაკავებულია ორივე სავარაუდო დამნაშავე.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე დაკავებულ პირებს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი თემები