გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 267 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  •  

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 267 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსული ინფექცია 21.29 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში მსოფლიოში „კოვიდ-19“-ს 5 985 ადამიანი ემსხვერპლა.

მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით დღემდე, საერთო ჯამში, 761 779 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირების შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის რეგიონია. აღნიშნულ ზონაში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 150 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მსოფლიოში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, ბრაზილიასა და ინდოეთშია.

მსგავსი თემები