„ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში“ – თამარ ბაჩალიაშვილის დედა

  •  

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის თქმით  მისი შვილის გარდაცვალება სამსახურს არ უკავშირდება.

„ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში“ – ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა ოჯახის წევრებთან და ადვოკატთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპიუტერზე იყო „ფლეშკა“, რომელიც დაკარგულია.

„100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არ არის მის სამსახურთან კავშირში. სამსახურიდან თამარი უკვე წამოსული იყო. ძალიან კარგად არის შესწავლილი თამარის ცხოვრება და მისი ფსიქოლოგიური ტიპი. ეს მზაკვრული გეგმა არის დასახული თვეების განმავლობაში და არა სპონტანურად ერთ დღეში. თამარს კომპიუტერი უკვე ორშაბათს უნდა დაებრუნებინა სამსახურში. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი შაბათს. იმ კომპიუტერზე იყო ფლეშკა, რომელიც დაიკარგა”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

მსგავსი თემები