თბილისში მამაკაცი მოკლეს

  •  

თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გუშინ ღამით მოხდა.

არსებული ინფორმაციით დანაშაული ჯგუფურად ჩადენილია.

„გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც დანაშაულისთვის 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიერ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები