წუხელ, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ტყიბულთან დაფიქსირდა. როგორც „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მიწისძვრა თბილისის დროით 02:31 დაფიქსირდა და მისი სიმძლავრე 3,3 მაგნიტუდა იყო. მიწისძვრას ნგრევა ან სხვა სახის ზარალი არ გამოუწვევია.
მსგავსი თემები
-
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღევლინება. საქართველოში გიორგობას ორჯერ აღნიშნავენ.... -
ნიუ-იორკში, მილანსა და მიუნხენში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები ჩატარდა
ნიუ-იორკში, მილანსა და მიუნხენში ქართველმა ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები გაიმართეს. როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ამბობენ,... -
ციურიხში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ციურიხში, პოლიციამ ავეჯის ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე დააკავა. გერმანული მედიის ცნობით, ავეჯის მაღაზიის თანამშრომლებმა, საღამოს 22:30...