„ჩვენი სურვილია „ოცნებასთან „ერთად გამოვიდეთ არჩევნებში“ – სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

“მრეწველების” სურვილია, მისი მმართველი გუნდის, რომ “ქართულ ოცნებასთან” ერთად გამოვიდეთ არჩევნებში და მათ სიაში გავიდეს “მრეწველების” რამდენიმე წარმომადგენელი,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ განაცხადა.

ნოზაძე თვლის, რომ ამ ეტაპზე, „მრეწველების“ მხრიდან არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა გაუმართლებელი იქნება:

„ჩვენი სურვილია „ოცნებასთან“ ერთად გამოვიდეთ არჩევნებში. ამ საკითხზე პარტიის ლიდერები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე აწარმოებენ მოლაპარაკებას, მე გაუმართლებლად მიმაჩნია დამოუკიდებლად გასვლა, ორ კვირაში იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მე მაჟორიტარად არ დავაყენებ კანდიდატურას, რადგან „ოცნებას“ ჰყავს არაჩვეულებრივი კანდიდატი და მას დავეხმარები,“ – განაცხადა სიმონ ნოზაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“


“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები

4 Thoughts to “„ჩვენი სურვილია „ოცნებასთან „ერთად გამოვიდეთ არჩევნებში“ – სიმონ ნოზაძე „მედიაცენტრ მთავარში“”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I like the valuable information you provide in your articles.

  3. These are actually great ideas in concerning blogging.

  4. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.