რატომ მოითხოვა ბადრი ესებუამ ნაფიცი მსაჯულები?!

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებისა და მძევლების აყვანისთვის ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატების განცხადებით, რომელიც „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთეს, ესებუას სურდა, მისი საქმე ნაფიც მსაჯულებს განეხილათ, თუმცა, უარი მიიღო.

„ის დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. ასევე, დარწმუნებულია ხალხის სამართლიანობაში, რომ ყველას სჯერა, რომ ის არ არის ბანკის მძარცველი. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება იყო, ნაფიც მსაჯულებს განეხილათ მისი საქმე. ამაზე უარი უთხრეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი უფლებები იზღუდება. მას აქვს განცდა, რომ მისი ძმა არის ტყვეობაში და ის სავაჭროდაა დაკავებული. მართლმსაჯულება მის მიმართ ვერ განხორციელდება სამართლიანად. ამიტომ, ჰქონდა ეს მოთხოვნა, რომ საზოგოადოების განსჯადი ყოფილიყო მისი საქმე. მას აქვს შეგრძნება, რომ საზოგადოება ობიქტურია მის საქმესთან დაკავშირებით. ბრალდების მხარე სპეციალურად ლავირებს, რომ, ეს საქმე ნაფიცი მსაჯულების ხელში არ მოხვდეს“ – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.      

მსგავსი თემები