„თავად საქართველომ  მაქსიმუმი გააკეთა“ – ვლადიმერ შკოლნიკოვი  

  •  

„ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალ მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია, ამას დიდად ვაფასებთ“ – ამის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებებზე ფართომასშტაბიანი კვლევის დაწყებაზე იმსჯელეს.

მისი თქმით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევას, რომელსაც საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ახორციელებს, საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან საქართველომ ამ მიმართულებით მაქსიმუმი გააკეთა.

„გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის განსახილველად წარმოდგენილ კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგდომარეობის გამოცხადების საკითხები. საერთაშორისო სამართალი აღიარებს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარემოებებსა და მიზეზებს. დათქმებში გაწერილია ასევე დროის კონკრეტულ პერიოდში გარკვეული უფლებების შეკვეცის გარემოებები. ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები, უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალი მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ! მიგვაჩნია, რომ ამ სახის კვლევას საერთაშორისო ფასეულობა გააჩნია, რადგან ბევრმა ქვეყანამ – მათ შორის რეგიონში და თავად საქართველომ – მაქსიმუმი გააკეთა მცირე განსხვავებებით“, – განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ კვლევაში აქცენტი კეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე. „ეს ნაბიჯი მისასალმებელია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ასევე მისასალმებელია, რომ კვლევის აქცენტი კეთდება მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებიც ნორმალურ პირობებშიც შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მათი უფლებები არ არის სრულად დაცული“, – განაცხადა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “„თავად საქართველომ  მაქსიმუმი გააკეთა“ – ვლადიმერ შკოლნიკოვი  ”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  3. SMS

    These are actually great ideas in concerning blogging.

  4. Wonderful website. Plenty of useful information here. I’m sending it to several buddies
    ans additionally sharing in delicious. And of course, thanks on your sweat!