ბაზრობებზე ადამიანების ტესტირება მოხდება

„ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში, ლილოს ბაზრობაზე უკვე ჩატარდა 3800 ადამიანის გამოკვლევა და აქედან კორონავირუსი მხოლოდ ხუთს დაუდასტურდა. ამასთან აღნიშნა, რომ დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია.

„რანდომული კვლევის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ თბილისში სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ტესტირებას და ასევე გავაგრძელებთ ტესტირებას იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება აკრეფილი ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ. დინამოს ბაზრობაზე ტესტირება უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობაზე დავგეგმავთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდსიტუაცია“, – განაცხადა მინისტრმა

მსგავსი თემები