საქართველოში კორონავირუსით მე – 17 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ.გვრდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, ის მცხეთის საავადმყოფოში 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა. პაციენტს, კორონავირუსის გარდა, ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.​მცხეთის სამედიცინო ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ 79 წლის ქალი რამდენიმე კვირა კრიტიკულად მძიმე იყო.

„გარდაიცვალა 79 წლის ქალი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 13 ივნისიდან მკურნალობდა. ​შემოსვლის დღიდან იყო მძიმე, კრიტიკული პაციენტი. ჰქონდა თანმხლები ქრონიკული დაავადებები. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ქრონიკული უკმარისობა, რითმის დარღვევა, თირკმელების უკმარისობა. დინამიკაში მდგომარეობა რჩებოდა კრიტიკულად მძიმე. რამდენჯერმე იყო გულის გაჩერების ეპიზოდი, რომლის აღდგენაც მოხერხდა, თუმცა საბოლოოდ პაციენტი გარდაიცვალა“,- განაცხადა მცხეთის კლინიკის დირექტორმა ლიკა მუმლაძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1155 -ია. მათ შორის გამოჯანმრთელედა 929 პაციენტი.  საავადმყოფოში მკურნალობას 248 პაციენტი აგრძელებს, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 29 ივლისისთვის 17 ადამიანია. 

მსგავსი თემები